სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებზეც მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებზეც მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც დასავლური საზოგადოება რუსეთის რეჟიმისგან დისტანცირდა, იმის დრო არ არის, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გაზარდოს.

„მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი. მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის იმის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენები აღდგინოს ან სავიზო რეჟიმი გააუქმოს“, – აღნიშნა ვედანტ პატელმა.