სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ არ უჭერს მხარს ღაზიდან პალესტინელების იძულებით გადაადგილებას
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ არ უჭერს მხარს ღაზიდან პალესტინელების იძულებით გადაადგილებას

შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ღაზის ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, აშშ მხარს არ უჭერს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ღაზის ფარგლებს გარეთ. ეს არ არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“, – აღნიშნა პატელმა.

ვედანტ პატელმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ღაზის განმეორებით ოკუპაციას.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა: „ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორზე საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით ექნება“.