სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უზრუნველყოფილი იქნება იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი
უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უზრუნველყოფილი იქნება ისე, რომ ამერიკის პრეზიდენტის ვინაობის მიუხედავად დამოუკიდებლად იმოქმედოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვლება თუ არა აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობები იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება, მილერმა განაცხადა, რომ ასეთი მხარდაჭერა გამყარებული იქნება ორმხრივი ხელშეკრულებებით, რომლებიც პირველი პირისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს.
„ჩვენ უნდა გავამყაროთ უსაფრთხოების გრძელვადიანი შეთანხმებები, რომლებიც გადააჭარბებს ნებისმიერ ადმინისტრაციას, ნებისმიერ მთავრობას, როგორც აქ, შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის, რომლებმაც აიღეს გრძელვადიანი ვალდებულებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის“, – თქვა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გაიხსენა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ კიევის მხარდამჭერი გადაწყვეტილება კონგრესზეცაა დამოკიდებული.
„ყოველთვის, როცა კონგრესს ვთხოვეთ მეტი მხარდაჭერა უკრაინის მთავრობის, უკრაინელი სამხედროებისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, კონგრესი ამას ყოველთვის თანხმდებოდა. ჩვენ ველით, რომ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – თქვა მილერმა.