სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში წინა ხელისუფლების დროს იყო საკუთრების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა იძულებით
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში წინა ხელისუფლების დროს იყო საკუთრების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა იძულებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველში წინა ხელისუფლების დროს იყო საკუთრების გადაცემის შემთხვევები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა იძულებით.

„საკუთრების უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული დავები საქართველოში არ არის გავრცელებული, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო საკუთრების გადაცემის შემთხვევები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა იძულებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშში დღეს გამოქვეყნდა. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების პირობები კარგია, საქართველო გამორჩეულია რეგიონში.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.