სახელმწიფო დეპარტამენტი - სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“, სულ მცირე, 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“, სულ მცირე, 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სამშაბათიდან შედის ძალაში.
აშშ მოუწოდებს სუდანის არმიას და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“, დაუყოვნებლივ და სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი დასრულებისთვის აშშ რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სუდანის სამოქალაქო მხარეებთან კოორდინირებით ხელს შეუწყობს კომიტეტის შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სუდანში მოლაპარაკებებს, საბრძოლო მოქმედებების საბოლოო დასრულებას და ჰუმანიტარულ დახმარებას.
სუდანში არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის სამხედრო დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებს, სულ მცირე, 427 ადამიანი ემსხვერპლა.