სახელმწიფო დეპარტამენტი - კვიპროსის სანაპიროსთან თურქეთის ბურღვითი სამუშაოები პროვოკაციულია
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია თურქეთის ხელისუფლების გეგმები, დაიწყოს ბურღვითი სამუშაოები ზონაში, რომელსაც კვიპროსის რესპუბლიკა თავის ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მორგან ორტაგუსის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
„ეს ნაბიჯი ძალიან პროვოკაციულია და რეგიონში დაძაბულობის გამწვავების რისკს ქმნის“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთს – ოპერაციის შეჩერებისკენ, ხოლო ყველა მხარეს თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას თურქეთმა კვიპროსის სანაპირო ქალაქ პაფოსიდან 60 კილომეტრში მდებარე საზვღაო ზონისკენ საბურღი გემი გაგზავნა.