სახელმწიფო დეპარტამენტი - ღაზაში ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი აგრძელებს მოლაპარაკებას ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაერო-სთან, რომ შეიქმნას მდგრადი მიწოდების მექანიზმი დახმარების მისაღებად
ღაზის სექტორში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჰუმანიტარულ საკითხებში დევიდ სატერფილდი აგრძელებს მოლაპარაკებას ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაერო-სთან, რათა შეიქმნას „მდგრადი მიწოდების მექანიზმი“ ღაზაში დახმარების მისაღებად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მეთიუ მილერის თქმით, ერთი, ორი ან სამი კოლონა საკმარისი არ არის.
„ჩვენ ვმუშაობთ მდგრად მექანიზმზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ დახმარება თანმიმდევრულად მივიდეს რაფაჰის გამშვებ პუნქტამდე. ჩვენ არ ვთვლით, რომ ერთი, ორი ან სამი კოლონა საკმარისია. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ მდგრადი მოძრაობა რაფაჰში, ჰუმანიტარული დახმარების მხრივ. ზუსტი მექანიზმი, თუ როგორ ვაკეთებთ ამას, არის ის, რაზეც სატერფილდი მუშაობდა ეგვიპტის მთავრობასთან, ისრაელის მთავრობასთან და გაერო-სთან ერთად“, – თქვა მილერმა.