სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი ლიბიაში პარლამენტის მიერ გარდამავალი მთავრობის დამტკიცებას მიესალმებიან
აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი ლიბიაში პარლამენტის მიერ გარდამავალი მთავრობის დამტკიცებას მიესალმებიან. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადებით, გარდამავალი მთავრობის დამტკიცება არის „ფუნდამენტური ნაბიჯი ლიბიის ინსტიტუტების გაერთიანებისკენ და კრიზისის ყოვლისმომცველი პოლიტიკური დარეგულირებისკენ“. აშშ და ევროპის ქვეყნები მოუწოდებენ ლიბიის მოქმედ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ეროვნული თანხმობის მთავრობისთვის უფლებამოსილების კონსტრუქციული გადაბარება.
გარდამავალმა მთავრობამ ქვეყანას 24 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებამდე უნდა უხელმძღვანელოს.