სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მზად არის, სომხეთის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მათთან ითანამშრომლოს
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მზად არის, სომხეთის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მათთან ითანამშრომლოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, სომხეთის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მათთან ითანამშრომლოს, – ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიზერ ნაურეტის თქმით, სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ ქვეყნის შიდა საქმეა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ სიტუაცია მშვიდობიანი გზით, კონსტიტუციის შესაბამისად დარეგულირდება. ჩვენ მხარეებს კონსენსუსისკენ მოვუწოდებთ, რათა მოხდეს მთავრობის ფორმირება”, – განცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.