სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ევროპაში მგზავრობისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ევროპაში მგზავრობისას ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შესაბამისი გაფრთხილება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ევროპაში სადღესასწაულო ღონისძიებებისა და ფესტივალების დროს.
„ბოლო გახმაურებული ინციდენტები საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ფინეთში აჩვენებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“, „ალ-ქაიდას“ და მათთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს შესწევთ უნარი, დაგეგმონ და განახორციელონ თავდასხმები ევროპაში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
გაფრთხილება 2018 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთღებული ყურადღება გამოიჩინონ ტურისტულ ადგილიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებში, სავაჭრო დაწესებულებებში, ასევე საგანმანათლებლო და სამთავრობო დაწესებულებებში ყოფნისას.