სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს [ვიდეო]
ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, დონორთა ყოველწლიური ფორუმის პარალელურად მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ცერემონიების სასახლის ჭიშკარზე ბანერის გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
აღნიშნულ ფაქტს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
შეკრებილების თქმით, სამართალდამცველები მათ სამოქალაქო პროტესტის გამოხატვაში ხელს უშლიან.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ბანერი წარწერით ,„ამ სისტემის დედაც“ გზაზე გაშალეს.
დონორთა ყოველწლიური ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.