სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისობის დღესასწაულის დღევანდელი დასკვნითი საღამო გაიმართა [ფოტო]
22:10, 30.09.2023
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისობის დღესასწაულის დღევანდელი დასკვნითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
დღევანდელ საღამოზე დაჯილდოვდნენ თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა. კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა საპატიო თბილისელის წოდების მნიშვნელობას და იმ წვლილს, რომელიც მოქალაქეებმა თბილისის განვითარებაში შეიტანეს.