სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს გადაცემის ცერემონია. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს გადასცემს უწყების თანამშრომლებს.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს საქართველოში 2004 წლიდან, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
დიპლომატის დღესთან დაკავშირებით სულხან საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცათ გამოჩენილ ქართველ დიპლომატს, ლევან მიქელაძეს (გარდაცვალების შემდეგ), რომელსაც წელს 64 წელი შეუსრულდებოდა.
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი გასწია გლობალური პანდემიის კრიზისულ პერიოდში საქართველოს ინტერესების დაცვასა და გატარებაში.
სულხან საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცა ასევე ცნობილ ქართველი მეცნიერს და დიპლომატს რევაზ გაჩეჩილაძეს, რომლის სახელსაც უკავშირდება არა მხოლოდ მისი წარმატებული დიპლომატიური მოღვაწეობა ელჩის რანგში მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ ბევრი საექსპერტო და კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში.
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო 2020 წელს დაწესდა. დღესვე დიპლომატის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უმაღლესი დიპლომატიური რანგები მიანიჭა 19 ქართველ დიპლომატს.