სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი - 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალი 32 მილიარდი ლარი იქნება
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი (არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს და მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აღებულ ვალს) მშპ-ის 55.9 პროცენტის ოდენობით განისაზღვრა.
2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მთლიანი მოცულობის მიმდინარე ღირებულების გათვალისწინებით, 56.8 პროცენტს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს) შეადგენს.
რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 32 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი 25 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი, 6. 9 მილიარდი ლარი.