სახელმწიფო აუდიტის სამსახური შს სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში“, – აცხადებენ შსს-ში.