სახელმწიფო აუდიტის სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელში 6 მაისიდან გეგმურ აუდიტს ჩაატარებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ორგანიზაციაში ხელშეკრულებების მართვის შესაბამისობის აუდიტის ჩატარების თაობაზე წერილით მიმართა.
როგორც წერილშია ნათქვამი, აუდიტი მოიცავს 01.01.2018-31.12.2018 წლების პერიოდს.
აუდიტის პროცედურები დაიწყება 2019 წლის 6 მაისს.
თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი აუდიტის ჯგუფთან კომუნიკაციისთვის გამოყოფს პირებს, რომლებიც აუდიტის ჩასატარებლად აუდიტორებს საჭირო დოკუმენტაციას მიაწვდიან.