სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
აუქიონზე მოთხოვნამ 111 300 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700 პროცენტით, მაქსიმალური 8.020 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.977 პროცენტით განისაზღვრა.