სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.
აუქციონზე მოთხოვნამ 102 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 9.020 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.914 პროცენტით განისაზღვრა.