სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ შეადგინა 15 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.550 პროცენტით, მაქსიმალური 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.550 პროცენტით განისაზღვრა.