სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 187 550 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.685 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.