სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ შეადგინა 139 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.850 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.730 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.