სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2022 წლის 7 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 219 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.300 პროცენტით, მაქსიმალური 10.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.324 პროცენტით განისაზღვრა.
სებ-ის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.