ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ სახარების რწმენის ეკლესიაში.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება საშობაო საგალობლების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც ქადაგება და წმინდა წერილიდან შესაბამისი თავის წაკითხვა მოჰყვება.
„მინდა, ქრისტიანობის იმ ნაწილს მივულოცო დღევანდელი დღე, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ხოლო ვინც 7 იანვარს აღნიშნავს, მინდა, წინასწარ მივულოცო ეს დღე და ვუსურვო სიკეთე, მშვიდობა, უფლის მადლი და წყალობა“, – განაცხადა პირველ არხთან სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა ოლეგ კუბლაშვილმა.
სახარების რწმენის ეკლესიას 50-იანელებსაც უწოდებენ, რადგან ეკლესიის დაარსება სულთმოფენობის დღესასწაულს უკავშირდება, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
სახარების რწმენის ეკლესიას საქართველოში 80-მდე ტაძარი აქვს.