სახალხო დამცველის ასარჩევად ჩატარებული კენჭისყრის შედეგები უკვე ცნობილია
სახალხო დამცველის ასარჩევად ჩატარებული კენჭისყრის შედეგები უკვე ცნობილია.
საქართველოს პირველმა არხმა კენჭისყრის შედეგები მოიპოვა. ირკვევა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ სრულმა შემადგენლობამ. გარდა ამისა, იოსელიანმა მიიღო „ევროპელი სოციალისტებისა“ და „გირჩის“ ოთხ-ოთხი ხმა, თავად „მოქალაქეების“ ორი ხმა, ასევე ხმები უფრაქციო დეპუტატებისგან, რომელთა შორის არიან თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია. მხარდამჭერებს შორის არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმშენებლის“ წარმომადგენლები.