სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი განისაზღვრება, რომელიც იმ კანდიდატებზე გავრცელდება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დეკემბერში აირჩევს
სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი განისაზღვრება, რომელიც იმ კანდიდატებზე გავრცელდება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დეკემბერში აირჩევს.
ამ დროებითი წესის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებას გამოსცემს და სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები კანონმდებლებს სწორედ იმ წესით წარედგინება, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ბრძანებით დაადგენს.
პროექტით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, წარდგენამდე კანდიდატურები სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ შეფასდებიან. ამასთან, გათვალისწინებული იქნება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმებიც, რაც დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, კეთილსინდისიერებას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონას გულისხმობს.
პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი წესით სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიკაციანი ჯგუფი წარუდგენს. პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით – 90 ხმა ირჩევს, კენჭისყრა კი ფარულია.