სახალხო დამცველის აპარატი თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ბაკიხანოვთან აპარატის წარმომადგენლებს ორჯერ ჰქონდათ კომუნიკაცია, პირველად ივნისში, როცა მას განემარტა საერთაშორისო დაცვის სტატუსის მოპოვების პროცედურები, ასევე მიეთითა ის ორგანიზაციები, რომლებიც მსგავს შემთხვევებში პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ.
მეორე კომუნიკაცია 14 ივლისს – სწორედ მისი გარდაცვალების დღეს შედგა. საუბარი შეეხო ბლოგერის მიმართ ძალადობის ფაქტს და ამ შემთხვევაშიც, სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან მას სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია გაუზიარეს, ასევე განუმარტეს აპარატის მანდატი და შესთავაზეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი ორგანოები დაარღვევდნენ მის უფლებებს, შეეძლო განცხადებით მოემართა.
სახალხო დამცველის აპარატმა ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.