სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს
ნამდვილად დროული და სწორია, პარლამენტმა იმსჯელოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, დაახლოებით ორი წელია, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არ დასრულებულა.
სახალხო დამცველი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.
„ორი წელი გახდება ძალიან მალე, რაც მიმდინარეობს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით და ეს გამოძიება არ დასრულებულა. ამიტომ, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში გამოძიებამ ვერ დადო შედეგები, ვფიქრობ, ნამდვილად დღეს უკვე არის დროული და სწორი, რომ პარლამენტმა იმსჯელოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მე მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, მართებული იქნება, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს.