სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„ეს უზენაესი კანონი იცავს და არეგულირებს მთლიანად საზოგადოების, მისი თითოეული წევრის სამართლებრივ უფლებებს, ადგენს ფუნდამენტურ ნორმებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მიიღო“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.