სახალხო დამცველი დუისში ბრალდებულის დაჭრასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სწავლობს
ოჯახის წევრების გაკეთებული განცხადებები და სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში დაიჭრა დუისში ბრალდებული პირი, ერთმანეთს არ ემთხვევა – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
სახალხო დამცველის თქმით, ოჯახის წევრებს ომბუდსმენის წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ. სახალხო დამცველის ოფისი დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდება.
ლომჯარიას თქმით, ისინი საქმის შესწავლის პროცესში აქტიურად ჩაერთვება და პოზიციას დამატებითი დეტალების მიღების შემდეგ დააფიქსირებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა. დუისში ერთ-ერთი ბრალდებული დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.