საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და აპარატის თანამშრომლები პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩავლენ.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები თემირლან მაჩალიკაშვილების ოჯახთან, ასევე ყოფილი კულტურის სახლში ადგილობრივ პედაგოგებთან და ქალთა საბჭოსთან, ასევე უხუცესთა საბჭოსთან.
ამასთან, სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებს დუისის მეჩეთში შეხვდება.