სახალხო დამცველი და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საერთაშორისო კონფერენციის – „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეები გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს და დელეგაციის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამოწვევებისა და საფრთხეების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.
სუს-ის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, კერძოდ უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს.