სახალხო დამცველი - ცდას არ დავაკლებთ, რათა საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ქვეყანა გახდეს
სახალხო დამცველი - ცდას არ დავაკლებთ, რათა საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ქვეყანა გახდეს

სახალხო დამცველი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

ნინო ლომჯარია მოსახლეობას ჰპირდება, რომ ცდას არ დააკლებს, რათა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ქვეყანა გახდეს.

„გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ახალ ენერგიას, ახალ ემოციებს; ყველა იმ სიკეთეს, რაც ამ დიდი იმედით სავსე დღესასწაულს მოაქვს. მინდა ჩვენს გულებში მშვიდობამ, თანადგომამ, ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა დაისადგუროს.

20 წელზე მეტია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თქვენს გვერდით დგას და დაჩაგრულთა, მსხვერპლთა, დევნილთა, უსახლკაროთა, კონფლიქტით დაზარალებულთა თუ სხვაგვარად ღირსებაშელახულთა უფლებებს იცავს.

მინდა გაგამხნევოთ და დაგპირდეთ, რომ ცდას არ დავაკლებთ, რათა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ქვეყანა გახდეს, სადაც ყველა მოქალაქეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნება”,- აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.