საქართველოს პირველ არხზე „მასტერშეფის“ მესამე სეზონი დღეს იწყება

ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუ „მასტერშეფი“ ეთერში მესამე სეზონით ბრუნდება.

რჩეული კონკურსანტებით, ეგზოტიკური კერძებით, დაძაბული მომენტებით, ინტრიგით, იუმორითა და პროფესიონალი შეფების ოსტატური კომენტარებით, მაყურებელი პროექტს უკვე კარგად იცნობს.

ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას რჩეულები იწყებენ. ახალ კონკურსანტებს უცვლელი შეფები შეაფასებენ.

„მასტერშეფი“ დღეს, 22:00 საათზე დაიწყება.

მასტერშეფი