ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საკარანტინო ზონის მოწყობა რუსთავშიც იგეგმება.
საკარანტინო სივრცე სასტუმრო „რუსთავის“ შენობაში განთავსდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია ადასტურებს.
სასტუმრო „რუსთავში“ საკარანტინო ზონა სავარაუდოდ, ხვალიდან იფუნქციონირებს. შენობაში შესაბამისი სამზადისი უკვე მიმდინარეობს.
საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებს. მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის – stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანი იმყოფება.