საჯარო სკოლებში 10:00 საათისთვის 11 150 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში, 10:00 საათის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 11 150 ბავშვია დარეგისტრირებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მინიმალური აქტივობა რაჭაში დაფიქსირდა, სადაც ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირველკასელია დარეგისტრირებული. აქტიურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისზე მოდის, თუმცა რამდენი პირველკლასელი დარეგისტრირდა ამ დროისთვის დედაქალაქის საჯარო სკოლებში, მონაცემები ზუსტდება.
დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 9:00 საათზე დაიწყო.