ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საჯარო სკოლებმა სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ ანტი ბულინგურ კამპანიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ლია გიგაური დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შექმნილი პოსტერები გამოფინეს და სკოლის ეზო თემატური სიმბოლოებით მოხატეს. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ძალადობის თემაზე დებატები გამართეს და კამპანია მათ მიერ შექმნილი ფილმის ჩვენებით დაასრულეს.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის სკოლის კედლებზე ბავშვებმა ფერადი სტიკერები გამოფინეს და მათზე გულები, ღიმილი და პოზიტიური ენერგიის გამომხატველი მესიჯები გამოსახეს.