საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ
საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა,ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.
„პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.