საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელზე თეა წულუკიანი განცხადებას გააკეთებს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკეთებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა.
„ამასთან დაკავშირებით კომენტარს მინისტრი გააკეთებს და მე თავს შევიკავებდი. კატეგორიულად არ ვეთანხმები ჟურნალისტების შეფასებას, თითქოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა უგრეხელიძეს ხელს აფარებს“,- განაცხადა ბარამიძემ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.