პრემიერის ბრძანებით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლდა
სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია თანამდებობიდან გათავისუფლდა.
შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
ალექსანდრე რევია საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს 2019 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.