სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო ფუნქციონირებას დღეიდან აღადგენენ.
ამასთან, ბაღების თანამშრომლების 20 პროცენტი ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას გაივლის.
როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია, სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული.