საჯად კარიმი - იმედი მაქვს, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩააბარებს დემოკრატიის სიძლიერის ტესტს
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, საჯად კარიმი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, საქართველო დემოკრატიულ განვითარებას გააგრძელებს და საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიის სიძლიერის ტესტს ჩააბარებს.
მისი თქმით, ყველა ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიული პროცესების ტესტია.
„ჩვენ გვინდა, საქართველოში შემოდგომაზე ვიხილოთ ღია, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წინასაარჩევნო პროცესი კონკურენტუნარიან გარემოში უნდა წარიმართოს და არჩევნების შედეგებზე უნდა აისახოს ამომრჩევლის სურვილი. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და ჩააბარებს დემოკრატიის სიძლიერის ტესტს“, – განუცხადა პირველ არხს საჯად კარიმმა.