საირმის საკარანტინო სივრციდან სამი პირი ცხელებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
საირმის საკარანტინო სივრციდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პირი ცხელებით შეიყვანეს. სამივეს უკვე აუღეს ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
ასევე, კლინიკიდან გეგმური შემოწმებისთვის ლაბორატორიაშია გაგზავნილი 10-მდე მედიკოსის ანალიზი და 13 ანალიზის პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 19 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოში კრიტიკულად არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ფასდება.