საირმეში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ
საირმეში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ

საირმეში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 30 პროცენტით მომატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს ითხოვენ.

დასაქმებულების ინფორმაციით, საწარმოში ანტისანიტარიაა, ხოლო ხელფასი დღიურად მხოლოდ 44 ლარს შეადგენს. საწარმოს თანამშრომლების გაფიცვას აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ შეუერთდა.

პროფკავშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

საქართველოს პირველი არხი კომპანიის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კომენტარი დღის მეორე ნახევარში გაკეთდება.