„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ
„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. კომპანიაში დასაქმებულთა მოთხოვნები უცვლელია. გაფიცვის მონაწილეები, ხელფასების 30-პროცენტიან მატებასთან ერთად, ითხოვენ შრომითი პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და საწარმოს ტექნიკურად გამართვას.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება პროფკავშირ „ლაბორის“ თავმჯდომარე. გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ თუ პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩაერთვებიან, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და გზას გადაკეტავენ.
„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომლებს კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლებიც შეუერთდნენ.