საიმონ მაკდონალდი - თანამშრომლობა შესანიშნავია, რადგან გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელმა საქართველო უკვე დატოვა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საიმონ მაკდონალდი სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ბრიტანეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებებით.
„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, თანამშრომლობა შესანიშნავია, რადგან გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა განათლებისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებში. ჩვენ ასევე ბევრს ვაკეთებთ ერთად უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის მესამე ქვეყნებში ოპერირების კუთხით. ახლა ტურიზმი ვითარდება. ტურიზმი საქართველოში მზარდი ინდუსტრიაა და ბრიტანელი ტურისტები ახლა აქ უკვე პირდაპირი ფრენებით ჩამოდიან“, – აღნიშნა საიმონ მაკდონალდმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ოძისშიც იმყოფებიდა, სადაც მას საშუალება ჰქონდა ადგილზე გაცნობოდა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს.