საიმიგრაციო კრიზისით დაზარალებულ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ევროკავშირი 35 მილიონ ევროს გამოუყოფს
ვენესუელის საიმიგრაციო კრიზისის შედეგად დაზარალებული სამხრეთ ამერიკის ქვეყნების დასახმარებლად, ევროკავშირი 35 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ კოლუმბიაში ვიზიტით მყოფმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში კოლუმბიას ვენესუელიდან ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს შეფარებული. მათი რიცხვი მილიონს აჭარბებს. შესაბამისად, 35 მილიონიანი დახმარების დიდ წილს სწორედ ბოგოტა მიიღებს.