საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო 20 მაისს ჩაინიშნა
საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო მომავალი წლის 20 მაისს ჩაინიშნა.
სასამართლოს თარიღი მოსამართლე აილინ ქენონმა განსაზღვრა.
თავად აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სასამართლოს გამართვა 2024 წლის არჩევნების შემდეგ სურდა, პროკურორებს კი – მიმდინარე წელს.
გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვები საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში დაიწყება.
პროკურორები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი არალეგალურად ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა და ხელი შეუშალა მთავრობის მცდელობებს მათ დასაბრუნებლად.
თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და სასამართლო პროცესი მისი საარჩევნო კამპანიის განადგურებას ისახავს მიზნად. იმისთვის, რომ პროკურორებმა მარ-ა-ლაგოს საქმეზე განაჩენი გამოაცხადონ, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი. ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან ფორტ პირსის მხარიდან, რომელიც მოიცავს რამდენიმე თემს, რომლებიც ტრამპმა 2020 წელს მოიგო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებს, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებში ლიდერობს, რომელიც მომავალ წელს დაუპირისპირდება დემოკრატების კანდიდატს.