საია-მ  საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა 
საია-მ  საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

ანგარიში მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შეფასებას მოიცავდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულება ხუთი ძირითადი მიმართულებით შეფასდა. სამთავრობო საათი; პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კომიტეტების სხდომაზე მიწვევა; პარლამენტის წევრის კითხვა, და საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნა.

საია-ს საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ჰქონდა გარკვეული შენიშვნები; საია-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადების ყველა ეტაპი არაერთი ხარვეზით წარიმართა, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყნის უზენაეს კანონზე საერთო კონსენსუსის არარსებობა განაპირობა.

როგორც საია-ს მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, მეცხრე მოწვევის პარლამენტში არსებობდა საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ნაწილი შემდგომი დახვეწის მიზნით, დამატებით აქტიურობას საჭიროებდა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან.

საია-ს შეფასებით, დაფიქსირდა საპრეზიდენტო ვეტოს პოლიტიკურ სპეკულაციად წარმოჩენის მცდელობაც.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, მიერ გაკეთებული მწვავე და კრიტიკული განცხადებები უმეტეს შემთხვევაში ვიწრო პოლიტიკური კონტექსტითაა განპირობებული.

ანგარიში დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არასამთავრობო ორგანიზაციებს უმცირესობასა და უმრავლესობის წევრებს გააცნო.