საგზაო სამუშაოების გამო პლატონ იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
საგზაო სამუშაოების გამო პლატონ იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 29 ივლისის 10:00 საათიდან პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური – ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით.

იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.