საგურამო-ქუთაისის გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სამუშაოების გამო, 14 036 აბონენტს გაზმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება აუცილებელია სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის.
„აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 21 იანვარს 10:00-დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება 14 036 აბონენტს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო ძლოურდანეთი, ქვედა საქარას ნაწილი, კვალითი, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, შორაპანი, ფუთი, თვრინი, ალავერდი, კლდეთი“, – აღნიშნავენ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“.
კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.